უკრაინელმა დეპუტატმა რუსტამ უმეროვმა მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

უკრაინელი დეპუტატი რუსტამ უმეროვი, რომელიც რომან აბრამოვიჩთან ერთად რუსეთ-უკრაინის სამშიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

მე კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა ყვითელ ამბავზე, რომელიც გავრცელდა. გთხოვთ არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენთან საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს. თავს გაუფრთხილდით. Slava Ukraini!"

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ჯგუფის კიდევ ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, კიევში შეხვედრების შემდეგ სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ.  

როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი.

კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. 

ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში.  

მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. 

შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. 

ასევე წაიკითხეთ 

პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია